· კავშირი ,,ღარიბაღელეს’’ წყლის შედგენილობასა და მის გამოყენებას შორის.
ქიმიური კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ მინერალური წყალი შეიცავს შაბს. პარალელურად გამოვიკვლიეთ აღნიშნული წყლით მკურნალობის ეფექტურობა. კვლევის შედეგები შევააჯამეთ და მინერალური წყლის შედგენილობა დავაკავშირეთ მის გამოყენებასთან.
მოვიძიეთ შაბის გამოყენების სფეროები, კერძოდ, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. დავადგინეთ, რომ შაბი ანტისეპტიკური ნივთიერებაა. მედიცინაში იგი გამოიყენება როგორც შემკვრელი, მოსაწვავი და სისხლის შემაჩერებელი საშუალება. კოსმეტოლოგიაში დეზადორანტ–ანტირესპირანტებისა (ოფლის საწინააღმდეგო) და ფორების შემკვრელი ნიღბების დასამზადებლად.
,,ღრიბაღლეს’’ წყლის სამკურნალოდ გამოყენებაც მასში შაბის შემცველობით ავხსენით. აღნიშნული წყლით მოსარგებლე მრავალი ადამიანის გამოკითხვით კი ჩვენი ვარაუდის ჭეშმარიტებაში ეჭვიც აღარ შეგვპარვია.
,,ღარიბაღელეს’’ წყალი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- კანის წყლულოვანი დაავადებები;
- სოკოვანი გამონაყარი;
- გასტრიტი, კუჭის წყლული;
- ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინა;
- კოღოსა და ბზიკის ნაკბენი;
- სახსრების პათოლოგიები.
მინერალური წყალი და მისი ლამი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ლამი შეიცავს იგივე ნივთიერებებს, რაც წყლის შემადგენლობაშია. მათი შეღწევა ორგანიზმში კანის გზით განაპირობებს მის მაღალ სამკურნალო ეფექტს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებაც. შაბისა და თიხის შემცველობის გამო მას ახასიათებს სახის კანის ფორების შეკვრის უნარი. ამის გამო გამოიყენება სახის ნიღბების დასამზადებლად. ლამისაგან ამზადებენ ბრიკეტებს და წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენებენ. მინერალური წყალი კი ოფლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება (განსაკუთრებით ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში).
კვლევის დასრულებისას დავრწმუნდით, რომ ხაშურლებს ბუნების შემოქმედმა მართლაც უნიკალური წყალი გვიბოძა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. დროთა განმავლობაში ისედაც ,,ღარიბი’’ ღელე შეიძლება განილიოს , მიწისქვეშა წყალმა სხვა მიმართულება იპოვოს და აღნიშნულ ადგილზე აღარ გამოვიდეს...
მართალია, მინერალური წყლის მეცნიერული კვლევა არ არის ჩატარებული, მაგრამ ამ წყლით უხსოვარი დროიდან მკურნალობს მრავალი სნეული და ასე გვგონია, დრომ გამოიკვლია და დაადასტურა ,,ღარიბაღელეს’’ წყლის უნიკალურობა...